“დაუჯერებელთ, ამინდებსა და წელიწადის დროებზე დამოკიდებულთ, მშიერ–მწყურვალთ უმიზნოდ და მარტოდ–მარტო უწევთ ხეტიალი. ბავშვურად მიამიტ, მაგრამ მამაც მოგზაურებს ხიფათით აღსავსე, გაჭირვებული და ძნელი გზა ელით. ისინი ადამის ძენი არიან სამოთხიდან გამოდევნილნი და უცოდველ ნადირთა ძმები. მუდამ ციდან ელოდებიან ყველაფერს: მზეს,წვიმას, ნისლს, თოვლს, სითბოსა თუ სიცივეს, ჭირსა თუ ლხინს. მათთვის დრო არ არსებობს, არც ისტორია, არც რას მიესწრაფვიან, განვითარებასა და წინსვლას კერპად არ შერაცხენ, ქონების პატრონიან ადამიანებისგან განსხვავებით. მოხეტიალე კაცი, როგორიც არ უნდა იყოს: დახვეწილი, თუ უბრალო ხელოვანი, ჭკუასუსტი, გაბედული თუ მხდალი, გულით მაინც ბავშვია, თითქოს იგი სამყაროს შექმნის პირველ დღეს დაესწრო, მსოფლიო ისტორიის დაწყების კვირაძალს, მოხეტიალე კაცის ცხოვრება თავისი გაჭირვებითა და მარტივი სურვილებით შემოისაზღვრება. ან ჭკვიანია, ან სულელი. ვინც საკუთარ თავს კარგად იცნობს, არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რა მყიფეა, რა წარმავალია ყველანაირი ცხოვრება, რა ვაივაგლახით და შიშის ფასად ინარჩუნებს ყველა სულდგმული ამ ცივ სამყაროში თბილ სისხლს, სხვა გზა არ აქვს, კუჭის მოთხოვნასაც უნდა ათხოვოს ყური მთელი ბავშვურობითა და სიხარბით – იგი მუდამ უპირისპირდება მდიდარსა და ადგილობრივ მკვიდრს. დაუნდობლად მტრობს, სძულს და ეშინია იმ ადამიანების, რადგან არ უნდა ცხოვრების წარმავლობის, ცხოვრების მუდმივი ჭკნობის, დედამიწაზე გამეფებულ დაუნდობელსა და ცივ სიკვდილზე ფიქრი.”
Quote by Hermann Hesse
Work
Narcissus and Goldmund
Browse quotes and source details for this work. more
Author
You May Also Like
“Set the goal, adjust the goal when needed, and stay locked in on the goal.”
Source: No Limits, Mastering the Mental Edge
Source: The Art of Virtue-Based Transformational Leadership
“It's good to be contented but it's better to strive harder.”
“Which would be worse- to live as a monster, or to die as a free man?”
“Everyone should follow his predetermined path.”
Source: From Poet's Hand
“The first and the last steps on the ladder of life are the most insightful.”
Source: From Poet's Hand
“I am a glass of Positivity; If you drink it,you will always find positives in you!”
Source: Love Poems
