Quotessence
Home / Quotes / Quote by Ingeborg Bachmann

Quote by Ingeborg Bachmann

“მე: (tempo giusto) წადი შენ, ვახშმამდე იმუშავე, მერე დაგიძახებ. არა, არაფერს მოვამზადებ, ამაზე დრო რატომ დავკარგო. გავიდეთ სადმე, ახლოს, ორიოდე ნაბიჯში, რამე პატარა დუქანში, სადმე, სადაც ხმაურია, ჭამენ და სვამენ, რომ სამყარო ერთხელაც წარმოვიდგინოთ. Zum Alten Heller. მალინა: შენი ნებაა. მე: ჩემს ნებაზე გატარებ. შენც ჩემს ნებაზე გატარებ. მალინა: ჩემო საყვარელო, მოდი, ვაცადოთ! მე: ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ ყველაფერი ჩემი ნება იქნება. მალინა: ეს განდიდების მანიაა. ასე სულ ერთი მანიიდან მეორეში გადავარდები. მე: (senza licenza) არა. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც შენ მეუბნები, ქმედება უმოქმედობად იქცევა. მაშინ ეს მზარდი კი არა, კლებადი მანია იქნება. მალინა: არა. შენ სულ იმატებ, და თუ აღარ აწონ-დაწონი, აღარც აიწონები, შეიძლება, კიდევ მოიმატო, სულ მეტი და მეტი. მე: (tempo) რა მოვიმატო, როცა ძალა აღარაა? მალინა: შიში იმატებს. მე: ანუ, გაშინებ. მალინა: მე არა, საკუთარ თავს კი ნამდვილად. ამ შიშს სიმართლე ბადებს. მაგრამ ის კი შეგეძლება, რომ საკუთარ თავს თვალი ადევნო. თითქმის გულგრილად, იმიტომ რომ აქ აღარ იქნები. მე: (abbandonandosi) რატომ აღარ ვიქნები? არა, არ მესმის შენი! მაგრამ მაშინ საერთოდ აღარაფერი მესმის... მაშინ ხომ მე თავად უნდა მოვიშორო საკუთარი თავი! მალინა: იმიტომ რომ თუ დაიშავებ, მხოლოდ არგებ საკუთარ თავს. ესაა ყველა ბრძოლის დასაწყისი და დასასრული. შენს თავს უკვე საკმარისად ავნე. ეს ძალიან გარგებს. მაგრამ შენ არა, როგორც გგონია. მე: (tutto il clavicembalo) აჰ! სხვა ვარ, და შენ ამბობ, რომ კიდევ სულ სხვა ვიქნები! მალინა: არა. რა სისულელეა. შენ ნამდვილად შენ ხარ, ამას ვეღარ შეცვლი. მაგრამ ერთი მე შეპყრობილია, მეორე მე მოქმედებს. შენ კი აღარ იმოქმედებ. მე: (diminuendo) მოქმედება არასოდეს მყვარებია. მალინა: მაგრამ ხომ მოქმედებდი. ხომ დაუშვი, რომ შენზე ემოქმედათ და განეხილე და მოლაპარაკებები ეწარმოებინათ შენ გამო. მე: (non troppo vivo) არც ეს მინდოდა. ჩემი მტრების წინააღმდეგაც კი არასოდეს მიმოქმედია. მალინა: არც ერთ მტერს არ დაუნახიხარ, არ დაგავიწყდეს, და არც შენ გინახავს რომელიმე მათგანი. მე: არ მჯერა. (vivacissimamente) ერთი ნანახი მყავს, იმანაც დამინახა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. მალინა: რა უცნაური მცდელობაა! ისიც გინდა, რომ სათანადოდ დაგინახონ? ეგებ მეგობრებისგანაც ამას ელი? მე: (presto, agitato) გაჩერდი, ამის ვის სჯერა, მეგობრები არ არსებობენ, რაღაც დროით, წამით- შესაძლოა, კი. (con fouco) მაგრამ მტრები ნამდვილად გვყავს. მალინა: შეიძლება, ისინიც კი არ არიან... ისინიც კი. მე: (tempo) არიან, ვიცი. მალინა: ეს ხომ არ გამორიცხავს, რომ მტერი თვალწინ გიდგას. მე: მაშ, შენ ყოფილხარ. მაგრამ არ ხარ.”

Quote by Ingeborg Bachmann

Book:Malina

Work

Malina

Browse quotes and source details for this work. more

Author

Ingeborg Bachmann
Ingeborg Bachmann

Ingeborg Bachmann, born on June 25, 1926, was a prominent Austrian poet. Her poetry is noted for its emotional depth and intellectual sophistication, often exploring themes of love, death, and existential concerns. Bachmann is considered one of the most significant German-language poets of the 20th century. more

You May Also Like

“მალინა: აღარ იბრძოლო. რას ებრძვი? აღარ გჭირდება არც წინ და აღარც უკანსვლა, სხვანაირად ბრძოლა უნდა ისწავლო. ესაა ბრძოლის ერთადერთი სახეობა, რომელიც შენთვის ნებადართულია. მე: მაგრამ მე ხომ უკვე ვიცი, როგორ. როგორც იქნა, საპასუხო დარტყმას მივაყენებ, იმიტომ რომ ფეხზე მყარად ვდგები. ამ წლებში ძალიან მყარად დავდექი. მალინა: და გიხარია? მე: (con sordina) ბატონო? მალინა: რა მოხდენილად არიდებ თავს კითხვებს! ერთ ადგილზე უნდა გაჩერდე. ეს შენი ადგილი უნდა იყოს. არც წინ უნდა გაიჭრა და არც უკან დაიხიო. მაშინ ამ ადგილას, ერთადერთ ადგილას, რომელიც გეკუთვნის, გამარჯვებას შეძლებ. მე: (com brio) გამარჯვება! ვინღა ახსენებს გამარჯვებას, როცა ნიშანი, რომლითაც გამარჯვება შეიძლებოდა, დაკარგულია. მალინა: ამას კვლავ ასე ჰქვია: გამარჯვება. და ყოველგვარი ხრიკების გარეშე მოიპოვებ, ძალადობის გარეშე. მაგრამ შენი მე არ გაიმარჯვებს, არამედ... მე: (allegro) არამედ... ხედავ? მალინა: ამას შენი მე არ იზამს. მე: (forte) რითაა ჩემი მე სხვებზე უარესი? მალინა: არაფრით. ყველაფრით. იმიტომ რომ შენ მხოლოდ იმის კეთება შეგიძლია, რაც უსარგებლოა. ესაა უპატიებელი. მე: (piano) თუნდაც უპატიებელი იყოს, მინდა, სულ ვიქსაქსებოდე, ვიბნეოდე, ვიკარგებოდე. მალინა: შენ რა გინდა, ეს აღარ ითვლება. ნამდვილ ადგილას აღარაფერი გექნება სასურველი. იქ ისე ძალიან შენ იქნები, რომ შეძლებ, მეს შეელიო. ეს პირველი ადგილი იქნება, სადაც სამყაროს ვინმე განკურნავს. მე: ეს მე უნდა დავიწყო? მალინა: ყველაფერი დაგიწყია, ასე რომ ესეც უნდა დაიწყო. და ყველაფერს შეწყვეტ. მე: (pensieroso) მე? მალინა: ჯერ ისევ სიამოვნებით ამბობ, ხომ, ამ მეს? ჯერაც წონი? მაშ, აწონე! მე: (tempo giusto) მაგრამ მე ხომ მხოლოდ ახლა დავიწყე მისი შეყვარება. მალინა: როგორ ფიქრობ, რამდენად გეყვარება? მე: (appassionato e con molto sentimento) ძალიან. მეტისმეტადაც კი. ისე მეყვარება, როგორც ჩემი მოყვასი, როგორც შენ!”

“Before his death in 2016, Hazelwood spoke about Keyes. Hazelwood's decades of service had left him with a cynical view of the FBI's truthfulness in general, and he believed stranger abductions are far more common then the Bureau insists. He was convinced that the proliferation of hard-core pornography, so easily and anonymously accessible online, has contributed to increasingly sadistic crimes and murders. He believed that technology, the mainstreaming of violent pornography, advances in ever-faster travel, and an overall culture of misogyny, from politics to entertainment, would only contribute to breed more aberrant and dangerous criminals. He made this prediction in 2001. [!!]”