Quotessence
Home / Quotes / Quote / Image

Quote image editor Virginia Woolf

Back to previous page

“ადრეული აპრილის ნათელი ღამე იდგა. უთვალავი ვარსკვლავის ციმციმი ახალი მთვარის ვერცხლისფერ შუქს შერწყმოდა, რასაც, თავის მხრივ, ქუჩის ლამპიონების განათება ამყარებდა. და ეს შუქი განუზომლად ამშვენებდა ადამიანების სახეებს და მისტერ ვრენის ხუროთმოძღვრებას. ყველაფერი თავისი უფაქიზესი იერით გამოკვეთილიყო, და მაინც, ისეთი გრძნობა იქმნებოდა, თითქოს სადაცაა ყველაფერი ერთიანად გალღვებოდა, რომ არა რომელიღაც ვერცხლის წვეთი, რომელმაც ყველა ხაზი გამოკვეთა და სული შთაბერა. განა საუბარი ასეთივე არ უნდა იყოსო? – ფიქრობდა ორლანდო (და სულელურ ოცნებებს მიეცა); განა ასეთი არ უნდა იყოს საზოგადოება, ასეთი არ უნდა იყოს მეგობრობა, ასეთი არ უნდა იყოს სიყვარული? რადგან უფალმა უწყის რატომ, მაინცდამაინც მაშინ, როცა ადამიანური ურთიერთობების რწმენა გვეკარგება, რაღაც, თავლის და ხეების თუ თივის ზვინის და ოთხთვალა ფორნის შემთხვევითი განლაგება ისეთ სრულყოფილ სიმბოლოს წარმოგვიდგენს იმისას, რაც მიუწვდომელია, რომ ისევ თავიდან ვიწყებთ ძიებას.” — Virginia Woolf

Quote 1080 x 1350 Instagram portrait
More
Platforms
Pure ratios
ადრეული აპრილის ნათელი ღამე იდგა. უთვალავი ვარსკვლავის ციმციმი ახალი მთვარის ვერცხლისფერ შუქს შერწყმოდა, რასაც, თავის მხრივ, ქუჩის ლამპიონების განათება ამყარებდა. და ეს შუქი განუზომლად ამშვენებდა ადამიანების სახეებს და მისტერ ვრენის ხუროთმოძღვრებას. ყველაფერი თავისი უფაქიზესი იერით გამოკვეთილიყო, და მაინც, ისეთი გრძნობა იქმნებოდა, თითქოს სადაცაა ყველაფერი ერთიანად გალღვებოდა, რომ არა რომელიღაც ვერცხლის წვეთი, რომელმაც ყველა ხაზი გამოკვეთა და სული შთაბერა. განა საუბარი ასეთივე არ უნდა იყოსო? – ფიქრობდა ორლანდო (და სულელურ ოცნებებს მიეცა); განა ასეთი არ უნდა იყოს საზოგადოება, ასეთი არ უნდა იყოს მეგობრობა, ასეთი არ უნდა იყოს სიყვარული? რადგან უფალმა უწყის რატომ, მაინცდამაინც მაშინ, როცა ადამიანური ურთიერთობების რწმენა გვეკარგება, რაღაც, თავლის და ხეების თუ თივის ზვინის და ოთხთვალა ფორნის შემთხვევითი განლაგება ისეთ სრულყოფილ სიმბოლოს წარმოგვიდგენს იმისას, რაც მიუწვდომელია, რომ ისევ თავიდან ვიწყებთ ძიებას.
— Virginia Woolf