“- ბატონებო! თქვენ წინაშეა ჰარი ჰალერი. მას ბრალად ედება მაგიური თეატრის ბოროტად გამოყენება. როცა მან ჩვენი მშვენიერი სურათების გალერეა ეგრეთ წოდებულ სინამდვილესთან გააიგივა და გათქვიფა, ხოლო სარკეში არეკლილი გოგონა ასეთივე არეკლილი დანით სასიკვდილოდ განგმირა, ამ საქციელით მან მარტოოდენ ჩვენი მაღალი ხელოვნება როდი შეურაცხყო! იგი არაიუმორისტული გზით შეეცადა ჩვენი თეატრი თვითმკვლელობის იარაღად გამოეყენებინა! ამიტომაც სასამართლომ ჰარელს მარადიული სიცოცხლის განაჩენი გამოუტანა. შემდგომ ამისა, მას თორმეტი საათის განმავლობაში ეკრძალება ჩვენს თეატრში შემოსვლა . ამასთან ერთად, ძალაში რჩება ბრალდებულისათვის გამოტანილი ერთჯერადი დაცინვის განაჩენიც. ბატონებო! გთხოვთ, აღასრულოთ! ერთი, ორი, სამი! მესამე თვლაზე ყველა იქ მყოფი თვინიერად ახარხარდა, ეს ციური დასის სიცილი იყო , ადამიანის ყურისათვის აუტანელი, არაამქვეყნიური და შემზარავი.”
Quote by Hermann Hesse
Author
You May Also Like
Source: Ernesto'nun Dağları
Source: Yoldaşını Öldürmek
Source: Collywobbles
“He noticed things about myself that I'd never considered wonderful.”
Source: Voyage of the Damned
Source: A Sword In Slumber
Source: Intuitive Guide: How to Trust Your Gut, Embrace Divine Signs, & Connect with Heavenly Messengers
Source: Cooling Time: An American Poetry Vigil
