“სამყაროში ხომ ყველაფერი ღიაა, ღიაა ბატონებო. ყველაფერი. მხოლოდ ჩვენ დაგვავიწყდა შესვლა ნდობით და აუჩქარებლად, შევარდნა კი არა, შესვლა. მთელი ცხოვრების მანძილზე, მთელი ცხოვრებით, მაგრამ ეს სხვა საქმეა. დიახ სხვა საქმე. მე კი მოგახსენებთ,რომ ღიაა ბალახი,ქვა და ცა,ბატონებო. ჩვენ კი რატომ გვიკეტავენ ყველაფერს უჯრებივით? ჩვენ რატომ გვკეტავენ ბოლო უჯრაში, რომელსაც ჩვენი სახელი და გვარი აწერია გარედან.დიახ,გარედან და უკვე ჩვენც არაფერს გვეუბნება! ბოლოს სიზმრებზეც მოგვარგებენ ხოლმე გასაღებს და ჩხიკ! ჩვენ სიზმრებსაც დაბალი ჭერი აქვთ. სარდაფი! რა მაწუხებს? ფოკუსნიკები მომრავლდნენ,ბატონებო,მაოცრები, ტურტლიანი ჟონგლიორები, თავიანთი საქმის ვირტუოზები. რა გასაოცრად ასრულებენ თავიანთ ნომერს! ჩხიკ! ჩხიკ! არ გესმით?არ გაგიგონიათ?მათი ხელობა ჩვენი დახუფვაა. ჰერმეტიულად გვხუფავენ როგორც კონსერვებს, რომ ვერასდროს მცენარეებს ვერ დავემსგავსოთ: ვერ გავღვივდეთ, ვერ ამოვიდეთ, ვერ გავიშალოთ...და ისე ვკვდებით,რომ ვერ ვიშლებით..როდისღაა ჩვენი ყვავილობა,ძვირფასები, ბატონებო, ქალბატონებო..ჩვენ დახუფული კოლოფები ვართ ანუ ქილები. აბა სცადეთ და აიძვრეთ მეტალის ხუფი...ვისგან ამოსკდება ლაღი სიმღერა?ვხრიალებთ,ვყმუით,ვლუღლუღებთ,განა ოდესმე მართლა გვიმღერია?...”
Quote by Naira Gelashvili
Author
You May Also Like
Source: A New Earth: Awakening to Your Life's Purpose
“it is, just a door. if you never knock, it may, never open.”
Source: Getting Lost
“Sarah in the City of Moon' is about building bridges not walls.'-Fida Qutob”
Source: Sarah in the City of Moon
“Make an impact ..make a substantial impact !''-Dalia Qutob”
Source: Sarah in the City of Moon
“I want to question societal norms, encourage people to think in new ways.”
“Encouragement is a blazing hope.”
Source: Think Great: Be Great!
“Don’t stop writing until someone pries the pen from your cold, dead hands.”