Quotessence
Home / Quotes / Quote by Thor Heyerdahl

Quote by Thor Heyerdahl

“თანამედროვე ადამიანები მივეჩვიეთ, რომ ჩვენ უძველესი ადამიანებისაგან დიდად განვსხვავდებით, სინამდვილეში კი არავითარი ამის მსგავსი არაა, თუმცა მართალია, სხვანაირად ვცხოვრობთ, რადგან გვაქვს აღმოჩენები და ვიცვამთ კიდეც განსხვავებულად.”

Quote by Thor Heyerdahl

Work

Fatu-Hiva: Back to Nature

Browse quotes and source details for this work. more

Author

Thor Heyerdahl
Thor Heyerdahl

Thor Heyerdahl was a Norwegian ethnographer and explorer, renowned for his in-depth studies of South American indigenous cultures. His writings and expeditions, particularly his research on the possible connections between Polynesia and South America, have had a profound impact on the field of anthropology. more

You May Also Like

“ადამიანი განუყოფელი, ბუნების ზრუნვის საგანია და არა მასთან მებრძოლი ლტოლვილი. ცივილიზებულმა ადამიანმა ომი გამოუცხადა გარემოს, ბრძოლა გამართა ყველა მატერიკზე და მოიცვა ყველაზე შორეული კუნძულები. ბუნებასთან ბრძოლის დროს ადამიანს შეიძლება იმედი ჰქონოდა, რომ ყოველგვარ ბრძოლაში გაიმარჯვებდა, გარდა უკანასკნელი, გადამწყვეტი ბრძოლისა. იმიტომ, რომ ასეთი გამარჯვება ჩვენ დაღუპვას ნიშნავს: შეუძლებელია იცოცხლოს ნაყოფმა, ჭიპლარს რომ მოიკვეთს. დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმები უადამიანოდაც გაძლებენ, როგორც წინათ ძლებდნენ. მაგრამ ადამიანი მათ გარეშე არ გაჩნდებოდა ამ ქვეყანაზე და ვერც იცოცხლებდა თუ ისინი გაქრებოდნენ. ბუნებაში ცხოვრება ბიოლოგიის ყველა სახელმძღვანელოზე ნათლად გვიჩვენებდა, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთმანეთზეა დამოკიდებული. ქალაქში ნაწილობრივ ვსარგებლობდით გარემოს სიკეთით. ახლა კი გარემოს ნაწილად ვიქეცით და განსაკუთრებით მწვავედ ვიგრძენით, რომ ბუნება დიდი კოლექტივია, რომლის წევრები შეგნებულად ან არაშეგნებულად ერთ მთლიანს ემსახურებიან. მიმდინარეობს მეგობრებისა და მტრების ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უზრუნველყოფს ყველა პარტნიორის არსებობას. თანამშრომლობა ევოლუციის ყველა რგოლს აერთიანებს, მხოლოდ ადამიანი გამოვიდა მარტოხელა მებრძოლის როლში. ყველაფერი, რაც დახოხავს და ყვავის, ყველაფერი, რასაც ჩვენ, ადამიანები ვასხურებთ შხამებს ან ვხურავთ ასფალტით, რათა სისუფთავე იყოს ქუჩებსა და სახლებში, ასე თუ ისე მდუმარედ ემსახურება ჩვენს კეთილდღეობას, ყოველი მათგანი კი საჭიროა, რათა ადამიანის გული სცემდეს, რათა შეგვეძლოს ვისუნთქოთ და ვჭამოთ.”

“სხვადასხვა ღმერთებისადმი რწმენა იქ წარმოიშობა, სადაც მათ ადამიანების მიერ შექმნილ გამოსახულებებსა და კედლებს შორის მოამწყვდევენ...”